საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

მისია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა.

საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ეს ინსტიტუტი სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის, ეროვნული უშიშროების, სტაბილურობისა და მართლწესრიგის, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარმართავს.  საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

ეროვნული უშიშროების საბჭო  1996 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობის წესს  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი განსაზღვრავს.   

© 2011, National Security Council of Georgia

Created by NovaStudio