უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მიზნით, შეიქმნა კონცეპტუალურ და სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობის უწყებათაშორისი საბჭო, რომლის ფორმატში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საქართველოს საფრთხეების შეფასება 2010-2013 მომზადდა.
ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, 2010 წლის აპრილიდან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება დაიწყო. დოკუმეტის განხილვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი დაამტკიცა 2011 წლის 23 დეკემბერს.
2010 წლის ივნისში კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელმა სახელმწიფო კომისიამ საქართველოს საფრთხეების შეფასება 2010-2013 მიიღო. 2010 წლის ივლის-აგვისტოში საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ადაპტირებული, არასაიდუმლო ვერსია მომზადდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 სექტემბრის #707 განკარგულებით დამტკიცდა.