საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

 

ივნისი 2013
ორშსამოთხხუთპარ შაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 

სიახლენი

31 მაი. '12 | უწყებათაშორისი კომისიის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის განცხადება

    უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააკეთოს შემდეგი განმარტება:

    ნებისმიერი საჯარო უწყების წარმომადგენელს, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით  განსაზღვრული სხვა პირებისა, აქვს სრული უფლება, ღიად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის წარმოება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ.

    აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, როგორებიც არიან პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, გამგებლები, გუბერნატორები,  აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს არა აქვთ უფლება, სამსახურებრივად დაავალდებულონ მათი ხელქვეითები, მონაწილეობა მიიღონ ან არ მიიღონ წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიებში.

    საჯარო მოხელეების ან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლების გათავისუფლება მათი ან მათი ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების გამო კატეგორიულად დაუშვებელია. თუმცა, ეს შეზღუდვა მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრულ პირებზე   ვრცელდება და არ გულისხმობს ისეთ ვითარებებს, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირს არსებითი აზრთა სხვადასხვაობა აქვს მის მიმართ დაქვემდებარებული სტრუქტურის ხელმძღვანელთან უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასეთ შემთხვევებში, გათავისუფლება უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ უწყებრივ პოლიტიკასა და შიდა საკითხებს და არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიღმა გამოხატულ პოლიტიკურ სიმპათიებს თუ ანტიპათიებს.

    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს:

    საკონტაქტო პირი: ნინო იმედაშვილი

    ტელ: 2 28 77 08; 2 74 49 20; 599 48 70 48
    ცხელი ხაზი:  577 63 02 92
    ელ. ფოსტა:
    IATF@gov.ge 

© 2011, National Security Council of Georgia

Created by NovaStudio