2 ივნისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის წევრები კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თეა წულუკიანსა და ზაქარია ქუცნაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრა პროცედურული საკითხების განხილვით დაიწყო და კომისიასა და კოალიციის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატს შეეხო.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს თავიანთი ხედვა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, საარჩევნო პროცესში იჩენს თავს.
უწყებათაშორისი კომისია „ქართული ოცნების“, ასევე საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა სუბუექტებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს:
საკონტაქტო პირი: ნინო იმედაშვილი
ტელ: 2 28 77 08; 2 74 49 20; 599 48 70 48
ცხელი ხაზი: 577 63 02 92
ელ. ფოსტა: IATF@gov.ge