|
|
|
13 ივნ. '12 | თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვისი უწყებათაშორის კომისიის განცხადება
აღნიშნული რეკომენდაციის გამოცემის შემდეგ, კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს დაქვემდებარებულ უწყებებში სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი ფაქტი უწყებათაშორის კომისიას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიაწოდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, მათი ორგანიზაციის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორ ქ.პ-ზე, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგია, ხოლო მისი ოჯახის წევრი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, სკოლის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლების მითითება ჰქონდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, საკითხის გარკვევის მიზნით, მოკვლევა ჩაატარა. მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი არევაძეს მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია სკოლის დირექტორებთან. გიორგი არევაძის განმარტებით, საუბარი შეეხებოდა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური კამპანიის წარმოების დაუშვებლობას, რაც სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას ან სკოლაში დასაქმებული პერსონალის ოჯახის წევრების პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიის გამო მათ სამსახურიდან დათხოვნას არ გულისხმობდა. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სარწმუნოა მომხდართან დაკავშირებით რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ინტერპრეტაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის შეფასებით, ცალკეულ პედაგოგებთან მიმართებით ამ ტიპის კომუნიკაცია უკვე წარმოადგენს დისციპლინარულ დარღვევას. აღნიშნული გარემოების გამო ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა 5 ივნისს თანამდებობა დატოვა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მის ხელთ არსებული სამსახურიდან დათხოვნის სხვა ფაქტების შესწავლას ახდენს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს: ტელ: 2 28 77 08; 2 74 49 20; 599 48 70 48
|






2012 წლის 31 მაისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც მოუწოდა ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს საარჩევო პროცესში თავი შეეკავებინათ დაგეგმილი ან შესაძლო ოტპიმიზაციის პროცესისგან და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიეღოთ შესაბამისი ზომები.