საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ადმინისტრაციულ კორპუსში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მოწვეულ სხდომაში უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბოლო პერიოდში აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. სხდომის მონაწილეების წინაშე მოხსენებით სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარსდგებიან.

 

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   June 2019   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25
2627282930
banners