საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს საბჭოს აპარატის ოფისში გაიმართა, ნატო-ს უელსის სამიტისთვის მზადება და ISAF-ის შემდგომ ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს. 
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მოწვეულ სხდომაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ლევან დოლიძე მონაწილეობდნენ.
დღის წესრიგის თანახმად, სხდომის მონაწილეების წინაშე მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და ნატო-ში საქართველოს ელჩი წარსდგნენ.
საბჭომ უელსის სამიტის წინ ალიანსის წევრ ქვეყნებთან ურთიერთქმედების კოორდინირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და თანამშრომლობის ახალ პაკეტზე იმსჯელა. როგორც აღინიშნა, არსებითი პაკეტის დამტკიცება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ალიანსის სტანდარტებთან.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალების ISAF-ის შემდგომ „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“ (Resolute Support Mission) მონაწილეობას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, თანხმობისთვის პარლამენტს მიმართავს. პარალმენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ქართველ სამხედრო-მოსამსახურეთა რიცხოვნება ავღანეთში 750-ე შემცირდება.

 

 

 

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   December 2018   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213
14
1516
17181920212223
24252627282930
31      
banners