ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ამ წუთებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ესწრებიან:
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა.
მომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.


 

 

 

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   December 2018   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213
14
1516
17181920212223
24252627282930
31      
banners