31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღის საზეიმო აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე კოსოვოში, პირველ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო-მოსამსახურეები დააჯილდოვეს.
ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე - 31 აგვისტო - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 17 წლის წინ, 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
293031    
banners