ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საბჭოს აპარატის მიერ უწყებათაშორის ფორმატში მონაწილეობისა და გაწეული საქმიანობის შესახებ:
• პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი ;
• სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისია, თავმჯდომარე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;
• საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი;
• საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი;
• საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი, მოწვეული წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი;
• გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;
• საქართველოს სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და მობილიზაციის მართვის სისტემების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის წინადადებათა მომზადების მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;
• საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;
• სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-საქართველოს ქარტიით გათვალისწინებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;
• მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ კეკენაძე;
• ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია;
• საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ კეკენაძე;
• ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;
• საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია;
• ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;
• საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;
• სახელმწიფო ანგარიშების მომზადების პროცესის ეფექტიანად წარმართვის უწყებათაშორისი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;
• ყოფილი სსრკ-ის მიერ XX-ე საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა;
• საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ვასილ კუჭუხიძე;
• გენდერული თანასწორობის საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფი, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია.
• საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმობის სამუშაო ჯგუფი , წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა
• სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო , წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია