• საბჭო
    • საბჭოს შესახებ
    • საბჭოს თავმჯდომარე
    • საბჭოს მდივანი
    • საბჭოს წევრები
    • სხდომები
  • საბჭოს აპარატი
    • აპარატის საქმიანობა
    • აპარატის უფროსი
    • აპარატის უფროსის მოადგილე
    • დეპარტამენტები
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
  • კონცეპტუალური დოკუმენტები
    • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
    • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
    • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
  • ეროვნული სიტუაციური ოთახი
  • საჯარო ინფორმაცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Eng
    • საჯარო ინფორმაცია
    • სიახლეები
    • კონტაქტი
    • Eng

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

    • საბჭო
      • საბჭოს შესახებ
      • საბჭოს თავმჯდომარე
      • საბჭოს მდივანი
      • საბჭოს წევრები
      • სხდომები
    • საბჭოს აპარატი
      • აპარატის საქმიანობა
      • აპარატის უფროსი
      • აპარატის უფროსის მოადგილე
      • დეპარტამენტები
      • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • კონცეპტუალური დოკუმენტები
      • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
      • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
      • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
    • ეროვნული სიტუაციური ოთახი
    სიახლეები

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

    21 დეკემბერი 2022

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ერნსტ პეტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

    გივი თუმანიშვილმა სტუმარს  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურა გააცნო და უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტებსა და ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის შესახებ ესაუბრა.

    მხარეებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში საბჭოს აპარატსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

    შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.  ელჩმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

    შეხვედრას დაესწრნენ გერმანიის თავდაცვის ატაშე, ანდრეას სებალდი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, გიორგი ღიბრაძე და საბჭოს აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

     

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
    პ. ინგოროყვას ქ.N7, თბილისი 0108, საქართველო (+995 32) 228 79 01 info@nsc.gov.ge
    2020 ყველა უფლება დაცულია შექმნილია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ