• საბჭო
    • საბჭოს შესახებ
    • საბჭოს თავმჯდომარე
    • საბჭოს მდივანი
    • საბჭოს წევრები
    • სხდომები
  • საბჭოს აპარატი
    • აპარატის საქმიანობა
    • აპარატის უფროსი
    • აპარატის უფროსის მოადგილე
    • დეპარტამენტები
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
  • კონცეპტუალური დოკუმენტები
    • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
    • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
    • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
  • ეროვნული სიტუაციური ოთახი
  • საჯარო ინფორმაცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Eng
    • საჯარო ინფორმაცია
    • სიახლეები
    • კონტაქტი
    • Eng

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

    • საბჭო
      • საბჭოს შესახებ
      • საბჭოს თავმჯდომარე
      • საბჭოს მდივანი
      • საბჭოს წევრები
      • სხდომები
    • საბჭოს აპარატი
      • აპარატის საქმიანობა
      • აპარატის უფროსი
      • აპარატის უფროსის მოადგილე
      • დეპარტამენტები
      • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • კონცეპტუალური დოკუმენტები
      • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
      • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
      • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
    • ეროვნული სიტუაციური ოთახი
    სიახლეები

    კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო პოლიტიკის რეგულირების თემაზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    5 თებერვალი 2021

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო პოლიტიკის რეგულირების თემაზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    დისტანციურ შეხვედრაზე განხილულ იქნა ინვესტიციების კონტროლის ჩეხური სისტემის სპეციფიკა.

    ონლაინკონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ხოლო ჩეხეთის მხრიდან - ინდუსტრიისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი.

    უცხოელმა კოლეგამ მიმოიხილა ჩეხეთის გამოცდილება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების შემუშავების კონტექსტში. ამ კუთხით, მან ყურადღება აღნიშნულ პროცესსა და მასში რელევანტური აქტორების ჩართულობის მექანიზმებზე გაამახვილა.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კომპლექსური რეფორმა ორი მიმართულებით ხორციელდება. პირველი მათგანი გულისხმობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, ხოლო  რეფორმის მეორე მიმართულება  მოიცავს შემდეგ საკითხებს: კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ეროვნული ნუსხის შედგენა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების სტანდარტების („უსაფრთხოების სტანდარტები“) გაწერა და მათი აღსრულების მონიტორინგი, ასევე,  კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
    პ. ინგოროყვას ქ.N7, თბილისი 0108, საქართველო (+995 32) 228 79 01 info@nsc.gov.ge
    2020 ყველა უფლება დაცულია შექმნილია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ