NATO PDP-ის მხარდაჭერით სახელმწიფოს სასიცოცხლო სერვისების მიწოდების უწყვეტობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
12 ნოემბერი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (NATO PDP) მხარდაჭერით, სახელმწიფოს სასიცოცხლო სერვისების მიწოდების უწყვეტობის თემაზე ორდღიანი დისტანციური სწავლება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პულისიმ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
ტრენინგი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კაბინეტთან არსებული „საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის“ (EPC) ექსპერტებმა ჩაატარეს. ორდღიან სწავლებაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კურსის მიზანს, სახელმწიფოს საციცოცხლო სერვისების მიწოდების უწყვეტობის თემაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლების ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, კრიზისული ვითარების დროს, მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენდა.
სახელმწიფოს სასიცოცხლო სერვისების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა, ეროვნული დონის კრიზისული სიტუაციის მართვის ყველა დონეზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.