გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონი ეროვნულ სიტუაციურ ოთახს ეწვია
15 თებერვალი 2021პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, კახაბერ ქემოკლიძესთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ნინო იობაშვილთან ერთად, კრიზისების მართვის ცენტრს - ეროვნულ სიტუაციურ ოთახს ეწვია.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორმა სტუმარს ეროვნული სიტუაციური ოთახის სპეციფიკა გააცნო, რომელიც ამჟამად საქართველოში COVID 19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბი მუშაობს.
ცენტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თანადგომით, ბრიტანული მოდელის, ე.წ. „COBR“-ის მიხედვით, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით შეიქმნა.