გივი თუმანიშვილმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით გამართული კურსის ფარგლებში ლექცია გამართა
25 ივლისი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ორგანიზებით გამართული, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფარგლებში ლექცია გამართა.
გივი თუმანიშვილმა კურსის მონაწილეებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი, საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მიმოიხილა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესი და „ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩოს" შესახებ ისაუბრა.
ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მომხსენებლები, რომელთა შორის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები იყვნენ, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესზე და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლზე საუბრობდნენ. მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.