გივი თუმანიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვედა
25 თებერვალი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საქმიანობის მხარდაჭერისა და სხვადასხვა მიმართულებით პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.
მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვას. დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათაშორის ფორმატში, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით შემუშავდა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტთან (RUSI) მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. მხარეებმა, ასევე, განიხილეს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის საკითხი კრიზისების მართვის სისტემის გაძლიერების კუთხით და ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის განმტკიცებაზე იმსჯელეს