გივი თუმანიშვილმა უსაფრთხოების ზაფხულის სკოლის ფარგლებში ლექცია წაიკითხა.
29 ივლისი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით გამართული უსაფრთხოების ზაფხულის სკოლის ფარგლებში ლექცია წაიკითხა.
გივი თუმანიშვილმა მსმენელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი, საბჭოს აპარატის სტრუქტურა და ფუნქცია-მოვალეობები გააცნო. მან სტუდენტებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ვრცლად ესაუბრა.
საბჭოს აპარატის უფროსმა აპარატის კოორდინაციით მიმდინარე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მსმენელებს აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.
გივი თუმანიშვილმა შეხვედრის დასასრულს სტუდენტების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი “უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში სხვადასხვა რეგიონის სტუდენტები მონაწილეობენ.