ეკონომიკური უსაფრთხოების თემაზე ორდღიანი ონლაინსემინარი დაიწყო
24 თებერვალი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური უსაფრთხოების თემაზე ორდღიანი ონლაინსემინარი დაიწყო.
ღონისძიება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისიმ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო იობაშვილმა შესავალი სიტყვით გახსნეს.
სემინარს გაუძღვა NATO-ში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობის პოლიტიკური სექციის ხელმძღვანელი, დომინიკ იანკოვსკი.
შეხვედრის ფარგლებში, დომინიკ იანკოვსკიმ ეკონომიკური უსაფრთხოების თანამედროვე მიმდინარეობები და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები დეტალურად მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში. ასევე, ტრენინგის ფარგლებში ევროკავშირში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულირების (კონტროლის) პოლიტიკა იქნა განხილული.
ონლაინსემინარში მონაწილეობდენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.