ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ექსტრემიზმის და ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
25 სექტემბერი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ სტუმრებს აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს ინსტიტუციურ არქიტექტურაზე, ასევე, ცალკეული უწყებების ფუნქციებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში არსებული კონცეპტუალური და საკანონმდებლო ბაზა.
მხარეები უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და შესაბამის სამოქმედო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.