ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
22 ოქტომბერი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ევია კოტანთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სერგო თურმანიძემ სტუმრებს აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები და სამოქმედო მიმართულებები განიხილეს.