ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
30 მაისი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საბჭოს აპარატის უფროსმა ვრცლად ისაუბრა აპარატის კოორდინაციით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის კონცეპტუალურ დოკუმენტზე - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და გავლენას რეგიონულ და საქართველოს უსაფრთხოებაზე.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.