ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების მიზნით ვიდეოკონფერენცია გაიმართა
25 ივნისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ორგანიზებით, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეკრებას და მათთვის ჰიბრიდული საფრთხეების თანამედროვე ტენდენციების შესახებ, ევროპული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, ევროპული დახელოვნების ცენტრის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით, მათი საქმიანობა გააცნეს.
შეხვედრის დასაწყისში, მისასალმებელი სიტყვებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი წარდგნენ. მათ, ხაზი გაუსვეს ჰიბრიდული საფრთხეების მნიშვნელობას, ამ თვალსაზრისით ქართველ საჯარო მოხელეებში შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებასა და ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.