ჰიბრიდული საფრთხეების კონცეპტუალურ მოდელთან დაკავშირებით ევროკავშირის ექსპერტებთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა
13 მარტი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მხარდაჭერით, ჰიბრიდული საფრთხეების კონცეპტუალურ მოდელთან დაკავშირებით დისტანციური შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ევროკავშირის ერთიანი კვლევების ცენტრისა (JRC) და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დახელოვნების ცენტრის (HybridCoE) ექსპერტები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჰიბრიდული საფრთხეების ანალიტიკური ჩარჩოს განხილვას, კერძოდ, საფრთხეების კატეგორიზაციას, ინციდენტების შეფასებასა და მიმოხილვას, ასევე, საზოგადოების მედეგობის განვითარების საკითხებს.
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში მომავალშიც გაგრძელდება.